Accentnews.ge
პუტინი: "ყარაბაღის კონფლიქტი უნდა დასრულდეს"

პუტინი: "ყარაბაღის კონფლიქტი უნდა დასრულდეს"

31/10/2022 14:21:59 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, "ყარაბაღის კონფლიქტი უნდა დასრულდეს". ამის შესახებ მან სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას აღნიშნა.

„ჩვენ ვხედავთ ჩვენი კოლეგების მიდგომას იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და ყარაბაღის გარშემო. ეს კონფლიქტი უკვე ათობით წელია, გრძელდება, ასე რომ, ოდესღაც უნდა დასრულდეს, ეთანხმებით ამას? ვიცი, რომ თქვენ გაქვთ ამის პოლიტიკური ნება და ჩვენ მას ყველანაირად ვუჭერთ მხარს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ახლა და შემდეგ სამმხრივ ფორმატში უნდა ვიპოვოთ ის ძირითადი მომენტები, რომლებიც მოგვცემს წინსვლის საშუალებას“, - განაცხადა პუტინმა.

თავის მხრივ, სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ „ერევნისთვის მნიშვნელოვანია რუსეთის მკაფიო პოზიციის ფორმულირება ჩვენი ტერიტორიიდან აზერბაიჯანული ჯარის 2021 წლის 11 მაისის პოზიციებთან დაბრუნებასთან დაკავშირებით".

დღეს სოჭში პუტინი ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს თითოეულ ლიდერთან. დღის ბოლოს კი, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი.

შეხვედრის ინიციატივა კრემლს ეკუთვნის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S