Accentnews.ge
ყირიმში, სამხედრო ნაწილში მასობრივი ჩხუბი მოხდა, არის მსხვერპლი - მედია

ყირიმში, სამხედრო ნაწილში მასობრივი ჩხუბი მოხდა, არის მსხვერპლი - მედია

31/10/2022 14:20:46 მსოფლიო

ყირიმში, რუსულ სამხედრო ნაწილში მასობრივი ჩხუბი სროლაში გადაიზარდა. იუწყებიან მსხვერპლის შესახებაც.

კერძოდ, რუსული ტელეგრამ–არხების ASTRA–სა და BAZA–ს ცნობით, ერთი სამხედრო დაიღუპა, მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ASTRA-ს წყაროების თანახმად, ჩხული 30 ოქტომბრის ღამეს, სიმფეროპოლის რაიონის სოფელ პერევალნოეში, სამხედრო ნაწილის (რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 126-ე ცალკეული სანაპირო თავდაცვის ბრიგადა ) ტერიტორიაზე მოხდა.

არსებული ცნობებით, ჩხუბის შედეგად დაიღუპა სამხედრო მოსამსახურე ისლამ გუჩაევი, კიდევ ერთი ჯარისკაცი ალბერტ აბაზოვი სიმფეროპოლის მე-6 ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ჩხუბის მიზეზი უცნობია.

BAZA-ს ცნობით, სიმფეროპოლის ოლქის მცხოვრებლებმა დახურული ობიექტის ტერიტორიიდან ყვირილის და სროლის ხმა გაიგეს და პოლიცია გამოიძახეს:

„დანაყოფის ხელმძღვანელობამ პოლიციელებს განუმარტა, რომ კონფლიქტი უკვე მოგვარებული იყო და საქმეს სამხედრო გამომძიებლები იძიებდნენ. მოგვიანებით კი, ერთი დაზარალებული მიიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში“.

მომხდარის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S