
Extreme Fest Tbilisi: ღონისძიება, რომელმაც თბლისში ქართველები, აფხაზები, ოსები, უკრაინელები, რუსები, ჩერქეზები გააერთიანა
31/10/2022 12:31:14 საზოგადოება
საქართველოში ექსტრემალური სპორტის ფესტივალი პირველად ჩატარდა.
ღონისძიებაში ფარგლებში დედაენის პარკში გამართულ შეჯიბრში მონაწილეობა სხვადასხვა დისცილინის სპორტემენებმა მიიღეს, ხოლო მსაჯებმა საქართველოს 4 საუკეთესო სპორტსმენი გამოვლინეს სკეიტბორდის (skateboard), ბიემიქსის (bmx), როლერ სპორტისა და (roller sport) და სკუტერის (scooter) მიმართულებით.
Extreme Fest Tbilisi-ის ორგანიზატორობა არსენ მამეტოვმა და შმაგი სამხარაძემ გასწიეს.
როგორც არსენი ამბობს, მას სურს, განავითაროს თბილისის ექსტრემალური სპორტი და შექმნას ავთენტური ღონისძიება, რომელიც ქალაქის ტრადიციად იქცევა. ეს იქნება ერთგვარი პლატფორმა ათლეტებისთვის და სტიმული მათი პიროვნული თუ სპორტული განვითარებისა.
„პირველ რიგში, მინდა, აღვნიშნო, რომ მე ვარ ოსი, წარმოშობით ცხინვალიდან. ბოლო პერიოდია, თბილისში ვცხოვრობ. „ამრასთან“ [ახალგაზრდული მოზრაობა ]ერთად ჩავატარეთ Extreme Fest Tbilisi, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 60-ზე მეტმა ახალგაზრდამ სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც ამ სპორტის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ორგანიზატორების, გადამღები ჯგუფის, შეჯიბრის მონაწილეების შემადგენლობაში ჩვენთან ერთად იყვნენ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც, მათ შორის იტალიის, სამხრეთ აფრიკისა და უკრაინის მკვიდრნი. ნამდვილად შემიძლია, ვთქვა, რომ ამ ფესტივალმა საერთაშორისო ღონისძიების სტატუსი მიიღო. დარწმუნებულები ვარ, რომ შემდეგი ფესტივალი, რომელიც 2023 წლის მაისშია დაგეგმილი, იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ქართული ექსტრემალური კულტურის ისტორიაში. მზად ვარ, ჩემი პროფესიითა და შესაძლებლობებით, შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს დავუჭირო მხარი და მაგალითი მივცე ახალგაზრდების, რომ სპორტი აერთიანებს!“,– ამბობს არსენი.
თავის მხრივ „ამრას“ დამფუძნებელმა, ფესტივალის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა შმაგი სამხარაძემ აღნიშნა, რომ „ეს ფესტივალის მაგალითია, რომ ჩვენი თანამემამულენი ოკუპირებული ტერიტორიებიდან საკუთარ მომავალს, თვითრეალიზაციის შანსებს ჩვენთან თანაცხოვრებაში ხედავენ“:
„არსენის ისტორია ყურადსაღბია, ვინაიდან ეს შეიძლება, იყოს დამატებითი ხმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებისთვის, გახდეს წარმატების ერთ-ერთი მაგალითი ახალგაზრდობისთვის. შერიგებას, მშვიდობას, ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს და მჯერა, არსენის ფიგურა ნამდვილად ითამაშებს მნიშვნელოვან როლს ნდობის აღდგენის საკითხში“.
„ამრას“ თანადამფუძნებელი დაურ ბუავა სამშვიდობო პროცესში სპორტის როლზე ამახვილებს ყურადღებას:
„ამრა“ არის ახალგაზრდული მოძრაობა, რომელიც ხელს უწყობს ჩვენს გაერთიანებას. სპორტსაც დიდი წვლილი შეაქვს ახალგაზრდების ჩართულობაში, ვინაიდან ხდება ინფორმაციის გაცვლა და შესაძლებლობების ჩვენება. აქ ასევე არიან სხვადასხვა ეროვნების მრბოლელები, მათ შორის ქართველები, ოსები, აფხაზები, რუსები, უკრაინელები და სხვები. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გაერთიანებისთვის“.
აიდამირ კოზანოკო, ჩერქეზული ცენტრის წარმომადგენელი, ჩერქეზ მედიას დამფუძნებელი კმაყოფილია „კავკასიური ღონიძიებით“:
„მინდა, აღვნიშნო, რომ თავად ვარ ადიღედან, კავკასიიდან. დღეს აქ არიან ქართველები, აფხაზები, ოსები და, ასე ვთქვათ, საერთო კავკასიური ღონისძიება გამოვიდა. ამიტომაც ეს ძალიანსაინ ტერესოა“.
იხილეთ ასევე: „ქართველები და ოსები მტრები არ არიან“: სკოლის მერხთან დაწყებული მეგობრობის ამბავი