შმიგალი: "რუსები დღეს თავს დაესხნენ უკრაინის 10 რეგიონს და დააზიანეს 18 ობიექტი"
31/10/2022 11:38:01 მსოფლიო
რუსეთის თავდასხმის შედეგად, უკრაინის 10 რეგიონში 18 ობიექტი დაზიანდა, რომელთა უმრავლესობა ენერგეტიკული დანიშნულების არის, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.
უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემების ეფექტური მუშაობის გარეშე, შედეგები შესაძლოა, ბევრად რთული ყოფილიყო.
"რუსების სამიზნე იყო არა სამხედრო ობიექტები, არამედ სამოქალაქო კრიტიკული ინფრასტრუქტურა", – აცხადებს შმიგალი.


