უკრაინა: "დღეს რუსულმა ძალებმა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტების მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა ისროლეს, მათგან 44 ჩამოვაგდეთ"
31/10/2022 10:12:51 მსოფლიო
უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, დღეს დილიდან რუსეთმა უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სარაკეტო იერიში რამდენიმე ტალღად მიიტანა.
სარდლობის ინფორმაციით, 07:00 საათიდან რუსეთის სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებმა(Ту-95/Ту-160) კასპიის ზღვის ჩრდილოეთიდან და როსტოვის ოლქის ვოლგოდონსკის რაიონიდან ისროლეს 50-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა(Х-101/Х-555), საიდანაც 44 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.
დღეს დილით, რუსეთის სამხედრო ძალებმა იერიში მიიტანეს კიევის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის, ჩერნოვიცკის და სხვა ოლქების ენერგოობიექტებზე. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, მასირებული დარტყმების შედეგად ქვეყნის დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი სარაკეტო დარტყმების შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ გაუვრცელებია.


