Accentnews.ge
უკრაინის მიერ მოგერიებული რუსული რაკეტა მოლდოვაში ჩამოვარდა

უკრაინის მიერ მოგერიებული რუსული რაკეტა მოლდოვაში ჩამოვარდა

31/10/2022 10:13:18 მსოფლიო

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ მოგერიებული ერთ-ერთი რუსული რაკეტა მოლდოვის ტერიტორიაზე, უკრაინასთან საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ ნასლავჩიში ჩამოვარდა. ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" მოლდოვური სამსახური იუწყება ქვეყნის შსს-ზე დაყრდნობით. დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

დღეს დილით რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებში მდებარე კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა განაახლეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 50-ზე მეტი რუსული რაკეტიდან უკრაინელმა დამცველებმა 44 ჩამოაგდეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S