Accentnews.ge
UNICEF მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყონ ბავშვების უსაფრთხოება საჯარო სივრცეში

UNICEF მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყონ ბავშვების უსაფრთხოება საჯარო სივრცეში

31/10/2022 10:04:34 საზოგადოება

გაეროს ბავშვთა ფონდი (NICEF) მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ ბავშვების უსაფრთხოება საჯარო სივრცეში.

„ჩვენი შეშფოთება მოჰყვა 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, რომლის შედეგად სერიოზულად დაშავდა სამი ბავშვი, ერთი კი გარდაიცვალა. ეს ტრაგედია ყურადღებას ამახვილებს საჯარო სივრცეებში უსაფრთხოების არსებულ ნორმებსა და სტანდარტებზე თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებსა და დასახლებებში, სადაც ბავშვებს შეიძლება საფრთხე დაემუქროს. ქალაქის დაგეგმარებაში ყველა ქალაქმა უნდა უზრუნველყოს ბავშვებისთვის და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის უსაფრთხო და ინკლუზიური საჯარო და მწვანე სივრცეები, სადაც ისინი შეძლებენ შეკრებას და გარე აქტივობებში ჩართვას. ნორმები და სტანდარტები, განსაკუთრებით საჯარო ინფრასტრუქტურის ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით, უნდა უზრუნველყოფდეს მომხმარებლების დაცვას, ხელმისაწვდომი იყოს ბავშვებისთვის, მათ შორის, ყველაზე დაუცველი მოქალაქეებისთვის, ასევე უზრუნველყოფდეს მათ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვას“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი აცხადებს, გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს ეროვნულ და ადგილობრივ ხელისუფლებას, თავიანთი პასუხისმგებლობის ფარგლებში, სპეციალისტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან კოორდინირებულად, გააკეთონ ყველაფერი, რათა უზრუნველყონ ბავშვების უსაფრთხოება საჯარო სივრცეში და ხელი შეუწყონ ბავშვების გადარჩენის, თამაშის, დასვენებისა და განვითარების უფლების დაცვას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S