
„თუ აშშ–სთან შეთანხმების პირობები ზედმიწევნით არ შესრულდება, სირიაში იმაზე უფრო სწრაფად ვიმოქმედებთ, ვიდრე აქამდე“
18/10/2019 13:40:37 სხვა, მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ანკარასა და ვაშინგტონს შორის სირიის საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების პირობები ზედმიწევნით შესრულებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამხედრო მოქმედებების ინტენსიურად განახლებით იმუქრება.
„თუ აშშ–სთან შეთანხმების პირობები ზედმიწევნით არ შესრულდება, სირიაში იმაზე უფრო სწრაფად ვიმოქმედებთ, ვიდრე აქამდე“, – განაცხადა ერდოღანმა.
ცნობისთვის: სირიაში თურქული ოპერაცია 120 საათით შეწყდა.