Accentnews.ge
რუსულ სკოლებში ბავშვებს ხელყუმბარის და ავტომატის გამოყენებას ასწავლიან

რუსულ სკოლებში ბავშვებს ხელყუმბარის და ავტომატის გამოყენებას ასწავლიან

31/10/2022 09:04:36 მსოფლიო

რუსეთის სკოლებში მე–10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს შეასწავლიან, თუ როგორ გამოიყენონ ხელყუმბარები და კალაშნიკოვის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი „სიცოცხლის უსაფრთხოების საფუძვლების“ გაკვეთილებზე,– ამას, რუსული მედიის ცნობით, ითვალისწინებს ზოგადი განათლების პროგრამების პროექტიდან.

კერძოდ, პროექტი მოიცავს თავდაპირველი სამხედრო მომზადების ელემენტებს, წვრთნებსა და სამხედრო მისალმებას, ქვეითთა იარაღის გამოყენების წესებს, ასევე ავტომატის (AK-74) და ხელყუმბარის.

ამასთან, უფროსკლასელებს შეასწავლიან „თანამედროვე კომბინირებული იარაღებით ბრძოლას“ მოქმედებას ასწავლიან და „ერთ თხრილს“ გაეცნობიან.

სასკოლო სასწავლო გეგმა მოიცავს მოტორიზებული რაზმის შემადგენლობისა და შეიარაღების შესწავლას ქვეითთა ჯავშანმანქანასა და საინჟინრო ტექნიკაზე. საშუალო სკოლის მოსწავლეები გაეცნობიან პერსონალურ დამცავ აღჭურვილობას, მათ შორის გაზის ფილტრაციის ნიღაბს, რესპირატორს და კომბინირებული იარაღის დამცავ კომპლექტს.

გარდა ამისა, სკოლის მოსწავლეებს შეასწავლიან ბრძოლაში პირველადი დახმარების გაწევას, დაჭრილების ბრძოლის ველიდან გაყვანას და მათ ტარებას.„სიცოცხლის უსაფრთხოების“ ახალი საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებისა და ფედერაციის საბჭოს წევრების ინიციატივის ფარგლებში, რომლებმაც წარმოადგინეს კანონპროექტი სკოლებისთვის ერთიანი ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის შესახებ. განათლების სამინისტრო იქნება პასუხისმგებელი პროგრამების შემუშავებაზე.

მანამდე, კრემლის წინადადებით, რუსულმა სკოლებმა ორშაბათობით დაიწყეს იდეოლოგიული გაკვეთილები - „საუბარი მნიშვნელოვანზე“. 5-11 კლასების მოსწავლეებს უამბობენ რუსულ ვერსიას უკრაინის ომის მიზნების შესახებ, რომ თვითგამოცხადებული ლუგანსკის და დონეცკის მკვიდრები "რუსი ხალხია", ხოლო რუსი სამხედროები "გმირები". შესაბამისი სახელმძღვანელოებისთვის 22 მილიონი რუბლი დახარჯეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S