Accentnews.ge
ეკა გიგაური: "ვხედავთ, რომ არსებობს გამოწვევები, მათ შორის როგორც ჩანს, რუსული ფული არსებობს ქართულ პოლიტიკაში"

ეკა გიგაური: "ვხედავთ, რომ არსებობს გამოწვევები, მათ შორის როგორც ჩანს, რუსული ფული არსებობს ქართულ პოლიტიკაში"

31/10/2022 08:40:53 პოლიტიკა, საზოგადოება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური აცხადებს, რომ პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ქართულ პოლიტიკაში გამოწვევები არსებობს.

„ვიცით, რომ პარტიების დაფინანსების სისტემა გარკვეულწილად არის გამჭვირვალე. წლების წინ ეს სისტემა ჩამოყალიბდა და პრინციპში, ვიცით, რომ ყველა პარტია აგზავნის დაფინანსებასთან დაკავშირებით ინფორმაციას, რაც არის ხელმისაწვდომი, თუმცა მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს გამოწვევები, მათ შორის როგორც ჩანს, რუსული ფული არსებობს ქართულ პოლიტიკაში. გვინდა, ერთად ვისაუბროთ, როგორ შევებრძოლოთ გამოწვევებს და რა შეიძლება გაკეთდეს, რათა ქვეყანა ამ გამოწვევების წინაშე არ დადგეს“, – განაცხადა გიგაურმა.

ჟურნალისტებმა ეკა გიგაურს ჰკითხეს: „რომელ პარტიასთან გამოიკვეთა რუსული ფული? ბოლო პერიოდში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ელენე ხოშტარიას მიმართებით მმართველი პარტიის განცხადებებს, რომ იგი სწორედ რუსული ფულით ფინანსდებოდა. ხომ არ მოგიკითხავთ ან შეისწავლეთ ხოშტარიას რუსულ ფინანსებთან კავშირი?“, რაზეც მან აღნიშნა, რომ ელენე ხოშტარიას შემთხვევაში, საუბარი შეეხებოდა მის ოჯახს და არა პარტიას და პარტიის დაფინანსებას:

„არა, პარტიაზე არ იყო საუბარი, მის ოჯახზე იყო საუბარი, პირადზე და მას ეს არ უარყვია. პარტიების დაფინანსება ცოტა სხვა რამეა“.

ჟურნალისტების კითხვაზე, დაესახელებინა რომელ პარტიასთან გამოიკვეთა რუსული ფული, ეკა გიგაურმა შემდეგი განაცხადა:

„წარსულში გვახსოვს „პატრიოტთა ალიანსთან“ დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა სოციალურ ქსელებში. მაშინ გავავრცელეთ ინფორმაცია იმაზე, რომ ეს არის პრობლემა, თუმცა ადეკვატური რეაგირება არ მოჰყვა. სავარაუდო დაფინანსებასთან დაკავშირებით იყო დოკუმენტები, მაგრამ ამ ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დისკუსიას მართავს თემაზე, „პოლიტიკური ფინანსები საქართველოში“. დისკუსიაში პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S