Accentnews.ge
ჩინურმა Huawei–მ რუსეთისთვის პროდუქციის მიწოდება შეწყვიტა - მედია

ჩინურმა Huawei–მ რუსეთისთვის პროდუქციის მიწოდება შეწყვიტა - მედია

31/10/2022 08:46:20 მსოფლიო

ელექტრონიკის უმსხვილესმა ჩინურმა მწარმოებელმა Huawei-მ შესაძლოა, საბოლოოდ დატოვოს რუსეთი. კომპანიამ უკვე შეწყვიტა სმარტფონების, პლანშეტების, ტელევიზორებისა და სხვა ტექნიკის მიწოდება ქვეყნისთვის,– იუწყება „იზვესტია“ მობილური ოპერატორებისა და სმარტფონების ერთ-ერთი მთავარ მწარმოებელში წყაროებზე დაყრდნობით.

"Huawei ამჟამად ნამდვილად არ აწვდის თავის მოწყობილობებს რუსეთს", - ამბობს ერთ-ერთ ფიჭურ კომპანიასთან დაახლოებული წყარო.

Telecom Daily-ის აღმასრულებელი დირექტორის დენის კუსკოვის თქმით, კომპანიამ გაზაფხულზე შეწყვიტა მობილური კომუნიკაციებისთვის საბაზო სადგურების მიყიდვა, ხოლო ივნისის დასაწყისში დახურა ოფიციალური მაღაზიები რუსეთში და შეაჩერა ელექტრონიკის ექსპორტი. ამ დროისთვის კომპანია არაფერს აწვდის რუსეთს და ყიდის ნაშთებს საწყობებიდან ოფიციალურ მაღაზიაში, – აღნიშნავს კუსკოვი.

კომპანიამ ასევე განათავსა განცხადება «Циане»-ზე მოსკოვის ოფისის იჯარით გასხვისების შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ფართი 2023 წლის 1 თებერვლამდე იქნება თავისუფალი. ქირის ღირებულება 8 მილიონი რუბლია თვეში.

სექტემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ Huawei-მ რუსული დეპარტამენტის თანამშრომლები ყაზახეთსა და უზბეკეთში გადაიყვანა. ”ისინი მალე არ დაბრუნდებიან”, - ამბობს კუსკოვი.

ახლა კომპანია იღებს თანამშრომლებს ალმატასა და ტაშკენტში.

რუსეთიდან წასვლის შემდეგ Huawei-ს ქვეყანაში თავისი პროდუქციის შეტანა სამი გზით შეეძლება: პარალელური იმპორტით, ნაცრისფერი სქემებით და დისტრიბუტორებით, რომლებიც ტექნიკას შუამავლების მეშვეობით შეიძენენ– ამბობს პარტნიორი კომპანიიდან წყარო – ჩინელი გამყიდველი.

მისი თქმით, ახლა Huawei აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთში მიწოდების შესახებ შუამავლების მეშვეობით, რათა არ მოხვდეს დასავლეთის სანქციების ქვეშ.

”პირველი, რომელმაც პარტნიორის მეშვეობით რუსეთში ტექნიკის შეტანის სქემა შეიმუშავა, იყო Xiaomi - ის ამ სქემას მრავალი წელია, იყენებს. ამ შემთხვევაში, ჩინური კომპანია, რომელიც აწვდის საქონელს რუსეთს, იღებს ყველა რისკს, ხოლო გამყიდველი თავად აკონტროლებს ყველა პროცესს“, - ამბობს ელდარ მურტაზინი, Mobile Research Group-ის ანალიტიკოსი.

ანალიტიკოსის აზრით, ასეთი მიწოდების ჯაჭვების გავლენა ბიზნესზე ძალიან გადაჭარბებულია და ტექნიკის ფასები სავარაუდოდ, იგივე დონეზე დარჩება. თუმცა მას არ ეთანხმება TMT Consulting-ის გენერალური დირექტორი კონსტანტინე ანკილოვი.

„ფასები აშკარად უფრო მაღალი იქნება, ვიდრე გასულ წელს იყო, მაგრამ ბაზარი უკვე ცხოვრობს ამ რეალობებში“, - ამბობს ექსპერტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S