Accentnews.ge
ბლინკენმა ჩინელ კოლეგასთან იმ საფრთხეზე ისაუბრა, რომელსაც უკრაინაში მიმდინარე ომი გლობალურ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ სტაბილურობას უქმნის

ბლინკენმა ჩინელ კოლეგასთან იმ საფრთხეზე ისაუბრა, რომელსაც უკრაინაში მიმდინარე ომი გლობალურ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ სტაბილურობას უქმნის

31/10/2022 07:21:52 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ბლინკენმა ჩინელ კოლეგასთან საუბრისას განიხილა "რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და ის საფრთხე, რომელსაც ომი გლობალურ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ სტაბილურობას უქმნის".

"ბლინკენმა ასევე განიხილა ჩინელ კოლეგასთან კომუნიკაციის ღია ხაზების შენარჩუნებისა და აშშ-ჩინეთის ურთიერთობების პასუხისმგებლობით მართვის აუცილებლობა", აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S