კიევის რეგიონის სამხედრო ხელმძღვანელი: "ქალაქზე სარაკეტო შეტევა გრძელდება"
31/10/2022 07:00:20 მსოფლიო
კიევის რეგიონის სამხედრო ხელმძღვანელი ოლექსი კულება აცხადებს, რომ ქალაქზე რუების სარაკეტო შეტევა გრძელდება.
"საჰაერო თავდაცვა მუშაობს თავდასხმების შეკავებაზე", – აცხადებს კულება.
დედაქალაქის მერ ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რაკეტებმა დააზიანა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.
მისი თქმით, კიევის მოსახლეობის ნაწილს დენისა და წყლის მიწოდება შეუწყდა.
როგორც მან აღნიშნა, პრობლემის მოსაგვარებლად ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს.


