
უკრაინის გენშტაბი: "მოსკოვი კიევის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას გეგმავს"
18/10/2019 13:10:40 სხვა, მსოფლიო
უკრაინის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ალექსეი ტარანი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას გეგმავს.
"უკრაინის არმია შეიარაღებული აგრესიის მოსაგერიებლად ემზადება. ეს ეხება არა მარტო საკონტაქტო ხაზს, არამედ სხვა ტერიტორიბსაც, დაწყებული ბელარუსის საზღვრიდან დამთავრებული ქვემო ყირიმით და ბესარაბით“, - აცხადებს ტარანი.
მისივე თქმით, დღეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საკმარისი რაოდენობის გაწვრთნილი სარდლობა და კონტროლის ორგანოები ჰყავს, რომელსაც შეუძლიათ, ამ რეგიონებში ოპერაციების დაგეგმვა.