ინდოეთში ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა141-მდე გაიზარდა
31/10/2022 06:25:42 მსოფლიო
ინდოეთში, შტატ გუჯარატში ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა141-მდე გაიზარდა.
ადგილობრივი ოფიციალური პირის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის უმეტესობა ქალი, ბავშვი ან ხანდაზმულია.
მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. შემთხვევის ადგილიდან 177 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა.
230-მეტრიანი ხიდი მე-19 საუკუნეში ბრიტანეთის მმართველობის დროს აშენდა. აღსანიშნავია, რომ ხიდს 6 თვიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა და ის ახლახან, 26 ოქტომბერს გაიხსნა.
ხიდი გუშინ ჩამოინგრა. მასზე დაახლოებით 400 ადამიანი იმყოფებოდა, როდესაც შემთხვევა მოხდა.


