Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: "რუსული ჯარების შეტევა მოგერიებულია 11 დასახლებულ პუნქტთან"

უკრაინის გენშტაბი: "რუსული ჯარების შეტევა მოგერიებულია 11 დასახლებულ პუნქტთან"

31/10/2022 06:18:43 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს ხარკოვის ოლქის 1, ლუგანსკის ოლქის 3 და დონეცკის ოლქის 7 დასახლებულ პუნქტთან.

უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 4 სარაკეტო და 5 საავიაციო დარტყმა და 90-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალური შტაბის თანახმად, საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზარალდა დონეცკის, ხერსონის, ნიკოლაევის და ხარკოვის ოლქების 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი.

გენშტაბის მონაცემებით, ბოლო24 საათში, თავდაცვის ძალების ავიაციამ განახორციელა 21 დარტყმა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების თავმოყრის 15 რაიონზე, 2 საყრდენ პუნქტსა და საზენიტო სარაკეტო კომპლექსების 4 პოზიციაზე. უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის არმიის 1 ვერტმფრენი და 1 მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S