Accentnews.ge
ამერიკის მთავრობამ საქართველოში წინასაარჩევნო პროცესების მხარდასაჭერად $14 მილიონი გამოჰყო

ამერიკის მთავრობამ საქართველოში წინასაარჩევნო პროცესების მხარდასაჭერად $14 მილიონი გამოჰყო

18/10/2019 09:47:29 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

USAID-მა საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდასაჭერად ახალი 4-წლიანი პროგრამა დაიწყო, რომლის ფარგლებში საქართველოში წინასაარჩევნო პროცესების მხარდასაჭერად $14 მილიონი გამოჰყო. 

ოთხწლიანი პროგრამა საარჩერვნო პროცესებში ჩართულობასა და ზოგადად მოქალაქეებზე ორიენტირებული პოლიტიკური პრცესების მხარდაჭერას გულისხმობს.  

აშშ-ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბედ რუდმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ახლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი, რადგან მომავალ წელს ქვეყანა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის:

"ეს არის შესაძლებლობა, ქვეყანაში განმტკიცდეს დემოკრატიული ინსტიტუტები. საარჩევნო რეფორმა კარგი საშუალებაა გამოსწორდეს ის ხარვეზები, რაც დაფიქსირდა წინა არჩევნებზე, რაზეც საუბრობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და შეიქმნას თანაბარი და სამართლიანი გარემო ყველასათვის".

პროგრამის ფარგლებში ცხრა არასამთავრბო ორგანიზაცია, მათ შორის "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "სამართლიანი არჩევნები", "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" დაფინანსდებიან. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S