Accentnews.ge
გაერო და ევროკავშირი მოსკოვს მოუწოდებენ, აღადგინოს მონაწილეობა მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში

გაერო და ევროკავშირი მოსკოვს მოუწოდებენ, აღადგინოს მონაწილეობა მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში

30/10/2022 10:31:22 მსოფლიო

ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთს, აღადგინოს მონაწილეობა ე.წ." მარცვლეულის გარიგებაში", რომელიც შავი ზღვის პორტების გავლით უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების ექსპორტს ითვალისწინებს.

კრემლის განცხადებით, რუსეთი შეთანხმებას წყვეტდა, სევასტოპოლში რუსულ სამხედრო გემებზე შაბათს დრონებით განხორციელებული თავდასხმის გამო.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ რუსეთის ეს გადაწყვეტილება საფრთხეში აგდება მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტის მთავარ გზას, რომელიც გლობალური სასურსათო კრიზისის, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია, საპასუხოდ აუცილებელი იყო.

განცხადება გაავრცელა გაერომაც. „მარცვლეულის გარიგება“ სწორედ გაეროს შუამავლობით შედგა. გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის პრეს-სპიკერმა თქვა, „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას”.

მისი თქმით, ეს შეთანხმება აუცილებელ ჰუმანიტარულ ძალისხმევას წარმოადგენს, რომელიც მილიონობით ადამიანს უზრდის საკვებზე ხელმისაწვდომობას.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ამ გადაწყვეტილებას სრულიად აღმაშფოთებელი უწოდა და თქვა, რომ ამ საქციელს გამართლება არა აქვს. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კი განაცხადა, რომ მოსკოვი საკვებს იარაღად იყენებს და ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს.

„რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს მარცვლეულის ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან ექსპორტს, არსებითად არის განცხადება, რომ ადამიანებმა და ოჯახებმა მთელ მსოფლიოში უფრო მეტი უნდა გადაიხადონ საკვებისთვის ან იშიმშილონ“ - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S