სამხრეთ კორეაში გლოვა გამოცხადდა
30/10/2022 10:26:16 მსოფლიო
სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ჰელოუინის დღესასწაულების დროს მომხდარი ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 151 ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაშავდა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა ქვეყანაში გლოვა გამოაცხადა.
ჭყლეტა იტჰევონის პოპულარულ რაიონში მოხდა, სადაც ჰელოუინის აღსანიშნავად ასი ათასამდე ადამიანი შეიკრიბა.
სეულის სახანძრო სამსახურის უფროსის თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან დაშავებულთა დაუზუსტებელი რაოდენობა კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.


