Accentnews.ge
NYT: უკრაინამ არტილერიაში უპირატესობა მოიპოვა

NYT: უკრაინამ არტილერიაში უპირატესობა მოიპოვა

30/10/2022 08:54:38 მსოფლიო

უკრაინამ ხერსონის ოლქში არტილერიაში უპირატესობა მოიპოვა, მიზეზი დასავლეთის მიერ მაღალი სიზუსტისა და სიშორის რაკეტებისა და საარტილერიო ჭურვების მიწოდებაა. რუსეთს ამ კლასის შეიარაღება აშკარად არ ჰყოფნის, - იუწყება The New York Times.

უკრიანელი მებრძოილები მილიონობით დოლარის ღირებულების რუსულ ტექნიკას ანადგურებენ. ამასთან, ისინი იყენებენ არამარტო აშშ-ისა და მოკავშირეების მიერ მიწოდებულ იარაღს, არამედ თვითნაკეთ დრონებსა და უფრო დახვეწილ ოპილოტოებს. არტილერიაში მზარდმა უპირატესობამ შესაძლებლობა მისცა, ხერსონის მიმართულებით წინ წაიწიონ., - იუწყება გამოცემა.

ამავდროულად, მისი ინფორმაციით, რუსული არმიის მხრიდან ცეცხლის ინტენსივობა სამჯერაა შემცირებული, რაც საბრძოლო მასალის დეიფიციტის დაწყებაზე მიუთითებს.

გამოცემის ინფორმაციით, ამერიკელების მიერ მიწოდებული ჰაუბიცა M777- ები აიძულებს რუსეთს თავისი მძიმე ტექნიკა ფრონტის ხაზს მოაშორონ. ამასთანავე მდინარე დნეპრზე არსებული ხიდები, რომელთა გამოყენებითაც ხერსონი მარაგდებოდა, უკრაინული არტილერიის წვდომის არეალში ხვდება და მეტწილად გამოყვანია მწყობრიდან.

"კითხვა იმაში მდგომარეობს, კიდევ რამდენ ხანს შეძლებს რუსული ჯარი ხერსონში დარჩენას" - დასძენს გამოცემა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S