Accentnews.ge
ირანელი ჟურნალისტები, რომლებიც ამინის ისტორიაზე წერდნენ, ღალატში დაადანაშაულეს

ირანელი ჟურნალისტები, რომლებიც ამინის ისტორიაზე წერდნენ, ღალატში დაადანაშაულეს

30/10/2022 08:22:03 მსოფლიო

ირანის ხელისუფლებამ ორ ჟურნალისტი, რომლებმაც 22 წლის აქტივისტის მაჰსა ამინის დაღუპვის შესახებ პირველებმა დაწერეს, ღალატსა და აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.

ირანის კანონმდებლობის თანახმად, ამ ბრალდების მქონე ადამიანებს შესაძლოა, სიკვდილით დასჯა მიესაჯოთ.

ჟურნალისტები ნილუფარ ჰამედი და ელაე მოჰამადი ამინის გარდაცვალებიდან მალევე დააკავეს.

ირანის სადაზვერვო სამსახურებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ჟურნალისტებს CIA-ს აგენტები უწოდეს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საპროტესტო აქციები, რომლებიც ქვეყანაში თვეზე მეტია იმართება, CIA-ს, მოსადისა და სხვა დასავლური სადაზვერვო სააგენტოების მიერ არის ორგანიზებულია.

საერთო ჯამში, ირანში საპროტესტო აქციების დაწყებიდან 40-ზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს. ჟურნალისტებმა, რომლებიც არ დაუკავებიათ ბრიტანულ The Guardian-თან მედიის სფეროს წარმომმადგენლების მუდმივ თვალთვალზე, მათი ტელეფონების მოსმენასა და სპეცსამსახურების მიერ მიმოწერის მონიტორინგზე ისაუბრეს.

ისინი აცხადებენ, რომ დევნის საფრთხის გამო ვეღარ ახერხებენ კონტაქტს უცხოელ კოლეგებთან და თავს დაცულად არ გრძნობენ.

ჟურნალისტები შიშობენ, რომ ჰამედისა და მოჰამადის ღალატსა და ჯაშუშობაში დადანაშაულება გახდება პრეცედენტი მასიური თავდასხმისთვის ყველა ირანულ მედიაზე.

22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც პოლიციამ ჰიჯაბის „არასწორად“ ტარების გამო დააკავა, საპროტესტო აქციები ირანში თვეზე მეტია გრძელდება. აქციის მონაწილეები პოლიციას მის მკვლელობაში ადანაშაულებენ. 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა საპროტესტო აქციების დარბევის დროს, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S