თურქეთმა პირველი ელექტრომობილი გამოუშვა (ვიდეო+ფოტო)
30/10/2022 07:44:38 მსოფლიო
რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით, თურქეთში პირველი ელექტრომობილის, Togg-ის პრეზენტაცია შედგა, - ამის შესახებ Anadolu წერს.
ავტომობილის მასობრივი წარმოება ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, ბურსაშია დაგეგმილი.
ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ყოველწლიურად 175,000 ავტომობილის წარმოება იგეგმება. საწარმო ათასობით ადამიანს დაასაქმებს.
ისივე თქმით, TOGG, როგორც პრესტიჟული თურქული ბრენდი, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გზებს დაამშვენებს.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მოქალაქეებს Togg-ის ავტომობილების წინასწარ შეკვეთა 2023 წლის თებერვლიდან შეეძლებათ.
![]()




