Accentnews.ge
აშშ-მ უკრაინას 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო

აშშ-მ უკრაინას 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო

28/10/2022 17:49:57 მსოფლიო

აშშ-მ უკრაინას 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტი გამოუყო, - ამის შესახებ პენტაგონის

"შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. იგი მათ შორის მოიცავს, საბრძოლო მასალას ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა HIMARS-ისთვის" - განაცხადა პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ საბრინა სინგმა.

უკრაინა ასევე მიიღებს 500 ერთეულ 155მმ-იანი კალიბრის საარტილერიო ჭურვს, 2000 ერთეულ ჭურვს დისტანციური დანაღმვის სისტემისთვის, 1300 ერთეულ ტანკსაწინააღმდეგო სისტემას, 125 ერთეულ სამხედრო მანქანას HMMWV, ასევე სასროლ იარაღს და მისთვის 2,75 მილიონ ერთეულ ტყვია-წამალს. გარდა ამისა, სამხედრო კავშირისთვის კიევში ოთხი თანამგზავრული ანტენა გაიგზავნება.

სინგმა დასძინა, რომ ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დღიდან დღემდე, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში 18,5 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გაუწია.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში დასრულდება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პროგრამა, რომელიც საზენიტო-სარაკეტო სისტემა NASAMS-ის გამოყენებაში უკრაინელთა გაწვრთნას მოიცავდა და ამის შემდეგ ეს სისტემები მზად იქნება კიევისთვის მისაწოდებლად.

საჰაერო თავდაცვის სისტემამ უნდა დაიცვას უკრაინის ენერგეტიკული ობიექტები რუსული თავდასხმებისგან, რომლებსაც რუსეთი 10 ოქტომბრიდან ანადგურებს სარაკეტო დარტყმებით.

საერთო ჯამში, შეერთებული შტატები უკრაინას NASAMS-ის რვა ერთეულ სისტემას დაჰპირდა. ორი მათგანი მზად არის გასაგზავნად, კიდევ ექვსს ამჟამად აწყობენ. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ პირველი საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინაში ნოემბრის დასაწყისში ჩავა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S