მედვედევმა უკრაინას ელექტროენერგიის სანაცვლოდ ანექსირებული ტერიტორიების აღიარება შესთავაზა
28/10/2022 17:34:51 მსოფლიო
თუ უკრაინას სურს, ელექტროენერგიის კუთხით პრობლემები აღარ ქონდეს, მან ქვეყნის ტერიტორიის 19%-ის რუსეთის მიერ ანექსია უნდა აღიაროს, - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა.
"უკრაინის მცდელობები, ელექტროენერგია ევროპაში შეიძინოს, სტაბილურ შედეგს ვერ გამოიღებს და ევროპაში ფასებს გაზრდის. სტაბილური ენერგომომარაგებისკენ გზა სხვაა: უკრაინამ უნდა აღიაროს რუსეთის მოთხოვნების სამართლიანობა და სპეცოპერაციის შედეგები, რომელიც რუსეთის კონსტიტუციაში აისახა, მაშინ ყველაფერი მოგვარდება" - დაწერა მედვედევმა "ტვიტერში".
10 ოქტომბრიდან დაწყებული რუსეთის მასირებული დაბომბვების შედეგად უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა. ამ დღეებში უკრაინის "ენერგეტიკულმა კომოპანიამ" პირველად მიმართა სატესტო რეჟიმში სლოვაკეთს ელექტროენერგიის შესაძენად.


