Accentnews.ge
ნორვეგიამ პუტინისა და რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

ნორვეგიამ პუტინისა და რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

28/10/2022 17:24:27 მსოფლიო

ნორვეგიამ პუტინისა და რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, რომელიც დღეიდან შევიდა ძალაში.

როგორცნ ქვეყნის მთავრობის დადგენილებაშია განმარტებული, დამატებითი სანქციები წარმოადგენს პასუხს რუსეთის ხისტ ომზე და უკრაინის ოთხი რეგიონის უკანონო ანექსიაზე.

"რუსეთთან ერთობლივად კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობა უკვე საგრძნობლად არის შეზღუდული და დიდ რისკებს უკავშირდება" - განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰეიდტფელდტმა.

ახალი სასანქციო პაკეტი ითვალისწინებს აგრეთვე შეზღუდვებს იმ პირთათვის, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ ე.წ რეფერენდუმებთან კავშირში არიან მხილებულები.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს ევროკავშირმა მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ რიგით მე-8 სასანქციო პაკეტს. იგი ვრცელდება 30 ფიზიკურ და 7 იურიდიულ პირზე და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ ე.წ რეფერენდუმებს უკავშირდება.

ამ დროისთვის ევროკავშირის სასანქციო სიაში ჯამურად რუსეთის 1260 ფიზიკური და 115 იურიდიული პირია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S