ყირიმში პოლიგონზე, რუსი პროპაგანდისტი სვეტლანა ბაბაევა დაიღუპა
28/10/2022 17:17:23 მსოფლიო
ყირიმში, ერთ-ერთ რუსულ საწვრთნელ პოლიგონზე კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალება "Russia Today"-ის სიმფეროპოლის განყოფილების ჟურნალისტი სვეტლანა ბაბაევა დაიღუპა.
რუსული მედიის ცნობით, ჟურნალისტის გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევა გახდა, კერძოდ, იგი შემთხვევითმა ტყვიამ იმსხვერპლა.
რუსეთის ძალოვანი უწყებების მხრიდან მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.


