Accentnews.ge
კანადამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

კანადამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

28/10/2022 16:55:53 მსოფლიო

კანადის მთავრობამ განაახლა სასანქციო სია, რომელშიც ამჯერად 6 რუსული კომპანია და რუსეთის 35 მოქალაქე მოხვდა.

სანქცირებული კომპანიების უმრავლესობა ენერგომატარებლების ექსპორტთანაა დაკავშირებული. მათ შორის არიან "ლუკოილი", "ტრანსოილი", "სოგაზი" და სხვები, ხოლო ფიზიკურ პირებს შორის - რუსეთის მთავრობის თამვჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ნოვაკი, კომპანია "გაზპრომის" მმართველი საბჭოს წევრები იგორ შატალოვი, ირინა კორობკინა და კირილ პოლოუსი, ასევე რუსეთის პრეზიდენტის ეგიდით მოქმედი ეკონომიკისა და საჯარო ადმინისტრირების ეროვნული აკადემიის რექტორი ვლადიმირ მაუ და სხვები.

როგორც კანადის მთავრობის შესაბამის განკარგულებაშია ნათქვამი, სანქციების შემოღების მიზეზი "რუსეთის მიერ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უხეში დარღვევა" გახდა, რამაც "სერიოზული გლობალური კრიზისი გამოიწვია".

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ რიგმა ქვეყნებმა მოსკოვის მიმართ მკაცრი ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები შემოიღეს, რომლებიც უცხოეთში რუსულ ბიზნესს, ასევე ომის გაღვივებასა და მხარდაჭერასთან დაკავშირებულ ფიზიკურ პირებს შეეხოთ.

სექტემბრის ბოლოს კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ოტავა ახალ სანქციებს შემოიღებდა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთთან მიერთების შესახებ უკანონო რეფერენდუმების ჩატარების გამო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S