ნენსი პელოსის ქმარს თავს დაესხნენ
28/10/2022 16:40:22 მსოფლიო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის ნენსი პელოსის ქმარი საავადმყოფოშია მოთავსებული. მას 28 ოქტომბერს, გამთენიისას სან-ფრანცისკოში, საკუთარ სახლში დაესხნენ თავს.
პელოსის პრესმდივნის დრიუ ჰემილის თქმით, თავად სპიკერი შეჭრის დროს სახლში არ იმყოფებოდა.
თავდასხმის მოტივს გამოძიება ადგენს.
თავდამსხმელი დაკავებულია.
ეოგორც იუწყებიან, 82 წლის პოლ პელოსის ჯანმრთელობას კი საფრთხე არ ემუქრება.
თავდასხმის ფონია 8 ნოემბერს დანიშნული შუალედური არჩევნები, რომელზეც წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კონტროლის ბედი უნდა გადაწყდეს.
ნენსი პელოსი ვაშინგტონში მიმდინარე კვირაში დაბრუნდა ევროპიდან, სადაც უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდა. 29 ოქტომბერს პელოსი სიტყვით უნდა გამოვიდეს ვიცე-პრეზიდენტთან, კამალა ჰარისთან ერთად.


