Accentnews.ge
კულება თავის ირანელ კოლეგას ესაუბრა

კულება თავის ირანელ კოლეგას ესაუბრა

28/10/2022 16:36:47 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით, 28 ოქტომბერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან სატელეფონო საუბარში მან ირანს მოსთხოვა, შეწყვიტოს იარაღის მიწოდება რუსეთისთვის.

კულება "ტვიტერზე" წერს, რომ მან "ირანს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ შეაჩეროს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება, რომელსაც იყენებენ სამოქალაქო პირების დასახოცად და უკრაინაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად".

კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები რუსეთს ბრალს სდებენ ირანული წარმოების დრონების გამოყენებაში უკრაინის ელექტროსადგურების და სხვა ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებში - რაც, მათი თქმით, მიზნად ისახავს უკრაინელთა გათბობის გარეშე დატოვებას ზამთრის პერიოდში.

მოსკოვი და თეირანი ამ ბრალდებებს უარყოფენ.

იხილეთ ასევე: რა უნდა ირანს უკრაინის ომში

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S