შოიგუმ პუტინს „ნაწილობრივი“ მობილიზაციის დასრულების შესახებ აცნობა
28/10/2022 14:16:50 მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულების შესახებ შეატყობინა, – იუწყება რუსული მედია.
მან აღნიშნა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში ყველა აქტივობა დასრულებულია.
შოიგუს თქმით, წვრთნების შემდეგ ჯარში 82 000 მობილიზებული ადამიანი გაიგზავნა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ წუთებში, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში მიწვეული კიდევ 218 ათასი ადამიანი იმყოფება პოლიგონებზე.
შოიგუმ დააზუსტა, რომ გამოძახებულთა შორის იყო აღმასრულებელი ხელისუფლების 1300 თანამშრომელი.
თავის მხრივ პუტინმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია გამოძახებულთა „აღჭურვა, წვრთნა, კოორდინაციის“ უზრუნველყოფა და „ყველაფერი, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ადამიანები თავდაჯერებულად გრძნობდნენ თავს, თუ მათ მოუწევთ საომარ მოქმედებებში მონაწილეობა“.
რუსეთში „ნაწილობრივი“ მობილიზაცია 21 თებერვალს გამოცხადდა. პუტინმა განაცხადა, რომ გამოიძახებენ ადამიანები, რომლებიც ჯარში მსახურობდნენ და აქვთ საბრძოლო გამოცდილება. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, გამოძახებებს იღებენ ადამიანები სამხედრო გამოცდილების გარეშე, მათ შორის, მსახიობები, პედაგოგები. მღელვარების ფონზე რუსეთში აღიარეს, რომ შეცდომებია პროცესში და რომ გამოსწორდება, თუმცა იგივე ტენდენცია შენარჩუნდა: მოქალაქეებს ბინებთან უსაფრდებოდნენ და არ აძლევენ ბლოკირებული სადარბაზოს დატოვების უფლებას, ვიდრე გაწვევის ფურცელს არ ჩაიბარებენ. საქმე იმაშია, რომ გაწვევის ფურჩელის ჩაბარების შემდეგ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება ახალი კანონით, მრავალწლიან პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო ჩაუბარებლად – ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.
ამასთან, სულ უფრო ხშირად ვრცელდება ცნობები მოუმზადებელი ახალგაზრდების ფრონტის ხაზზე გაგზავნის თაობაზე, რომ ისინი არ არიან სათანადოდ აღჭურვილი. პრობლემაა კვება, სამოსი.


