Accentnews.ge
კოკაინით ვაჭრობის საქმეზე დაკავებული პირი რუსეთში სახელმწიფო უწყებაში დაასაქმეს

კოკაინით ვაჭრობის საქმეზე დაკავებული პირი რუსეთში სახელმწიფო უწყებაში დაასაქმეს

28/10/2022 13:56:04 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეერთებულ შტატებში კოკაინის ტრანსპორტირების ორგანიზებისთვის გასამართლებული პილოტი კონსტანტინე იაროშენკო საჯარო პალატის შემადგენლობაში შეიყვანა. შესაბამისი განკარგულება ოფიციალურად გამოქვეყნდა.

დოკუმენტში იაროშენკო მოხსენიებულია „უფლებადამცველად და საზოგადო მოღვაწედ“.

2010 წლის მაისში აშშ-ის დაზვერვის ოფიცრებმა მფრინავი ლიბერიაში დააკავეს, რის შემდეგაც ის ექსტრადირებულ იქნა შეერთებულ შტატებში. საქმის მასალების მიხედვით, მას ოთხი ტონა კოკაინი უნდა გადაეტანა ვენესუელადან ლიბერიის გავლით შეერთებულ შტატებში.

მაშინ რუსეთმა პილოტის დაკავებას „გატაცება“ უწოდა. პილოტმა დანაშაული არ აღიარა და 2011 წელს მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

აპრილში იაროშენკო გაცვალეს ყოფილ ამერიკელ სამხედრო ტრევორ რიდში, რომელიც გაასამართლეს რუსეთის ფედერაციაში პოლიციელებზე თავდასხმისთვის. საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S