არხანგელსკში სამხედრომ „კამაზით“ წვევამდელთა კოლონას გადაუარა – მედია
28/10/2022 11:16:22 მსოფლიო
რუსეთში, არხანგელსკის ოლქის ქალაქ მირნის მახლობლად, საწვრთნელ ბაზაზე 22 წლის ჯარისკაცმა "კამაზის" მარკის სამხედრო მანქანით, მობილიზებული ჯარისკაცების კოლონას გადაუარა,– ამის შესახებ რუსული მედიასაშუალება ტელეგრამ–არხ baza–ზე დაყრდნობით იუწყება.
ამავე წყაროს ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი ჯარისკაცი ადგილზე, მეორე კი მოგვიანებით, საავადმყოფოში დაიღუპა. დაშავებულია 11 ჯარისკაცი, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინციდენტის მიზეზებთან დაკავშირებით ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება.


