ტრანსგენდერმა ქალმა ალიოშინამ რუსული პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა
28/10/2022 10:47:25 მსოფლიო
"სამოქალაქო ინიციატივის" ალტაის განყოფილების ხელმძღვანელმა, რუსულ პოლიტიკაში პირველმა ოფიციალურმა ტრანსგენდერმა ქალმა იულია ალიოშინამ ლგბტ "პროპაგანდის" შესახებ კანონის მიღების გამო პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
"მსგავსი პროპაგანდით არასოდეს დავკავებულვარ, მაგრამ, ვერ წარმომიდგენია, აწი როგორ ვაწარმოო საჯარო პოლიტიკური საქმიანობა იმ პირობებში, როდესაც ღიად მაქვს დაფიქსირებული ჩემი ტრანსგენდერობა. რუსეთის მოქმედ ხელისუფლებას არაერთგზით შეუშლია ხელი ჩემი პოლიტიკური საქმიანობისთვის. ახალი დისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ ეს წინააღმდეგობა კიდევ უფრო გაიზრდებოდა. როდესაც პოლიტიკაში მოვდიოდი, ვგეგმავდი, მებრძოლა ყველა მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებებისათვის, განურჩევლად მათი ეროვნებისა, ორიენტაციისა და პოლიტიკური შეხედულებებისა. სამწუხაროდ, ვხედავ, რომ დროს ვუსწრებდი" - განაცხადა ალიოშინამ.
ცნობისთვის: 27 ოქტომბერს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც "როგორც ზრდასრულებს, ისე მოზარდებს შორის არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების გამართლებასა და პროპაგანდირებას" კრძალავს. უფლედამცველები კანონპროექტს შემუშავების სტადიაშივე აკრიტიკებდნენ.


