Accentnews.ge
სტოლტენბერგი: "უკრაინა უკვე წარმატებულად რეაგირებს საჰაერო საფრთხეზე"

სტოლტენბერგი: "უკრაინა უკვე წარმატებულად რეაგირებს საჰაერო საფრთხეზე"

28/10/2022 10:50:30 მსოფლიო

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინა უკვე წარმატებულად რეაგირებს საჰაერო საფრთხეზე. ამის შესახებ მან გერმანულ მედიასთან საუბარისას განაცხადა.

„ვფიქრობ, იარაღს, რომელსაც ჩვენ ახლა ვაწვდით, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. უკრაინელებმა უკვე მიაღწიეს წარმატებას, მათ ჩამოაგდეს ბევრი რუსული რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, მოკავშირეების მხრიდან უკრაინისთვის მიწოდებული დახმარება თანდათან ჩაანაცვლებს ძველ სისტემებს და გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S