ბრიტანული დაზვერვა: უკრაინის რაიონების უმრავლესობაში რუსული ჯარი თავდაცვაზეა გადასული
28/10/2022 10:40:19 მსოფლიო
ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა მდინარე დნეპრის დასავლეთისთ მყოფი მისი ქვედანაყოფები მობილიზებულებით შეავსო, რაც კომპლექტაციის ძალზე დაბალ დონეზე მიუთითებს.
როგორც დაზვერვა აღნიშნავს, სექტემბერში რუსი ოფიცრები ხერსონის სექტორში მყოფ ქვედანაყოფებში 100 აუცილებელი სამხედროს ნაცვლად მხოლოდ 6 - 8 მებრძოლის არსებობაზე მიუთითებდნენ.
"ბოლო 6 კვირის განმავლობაში უკრაინაში, ფრონტის ხაზის რაიონების უმრავლესობაში აღინიშნა აშკარად გადასვლა ხანგრძლივი თავდაცვის პოზიციაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არასრულად დაკომპლექტებულ, ცუდად გაწვრთნილ ჯარებს უკრაინაში მხოლოდ თავდაცვა ძალუძთ" - იუწყება ბრიტანული დაზვერვა და დასძენს, რომ რუსეთმა რომ უკრაინაში თავდაცვის კონსოლიდაცია შეძლოს კიდეც, უფრო ხარისხიანი, მობილური ჯარებით შევსებამდე მისი ოპერატიული გეგმა მაინც მოწყვლადი იქნება.
ცნობისთვის: დღეს დილით უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ რუსული ჯარი ახალმობილიზებულებით ზრდის თავის დაჯგუფებას ხერსონის მარჯვენა სანაპიროზე.


