Accentnews.ge
ფაშინიანი: "სომხეთი რუსეთის წინადადებაზე მუშაობისთვის მზადაა"

ფაშინიანი: "სომხეთი რუსეთის წინადადებაზე მუშაობისთვის მზადაა"

28/10/2022 10:21:23 მსოფლიო

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი მზადაა, რუსეთის წინადადებაზე იმუშაოს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, სექტემბრის დასაწყისში ერევანი დათანხმდა "იმუშაოს ძირითად საერთაშორისო პრინციპებსა და პარამეტრებზე დაყრდნობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დამყარებაზე, რომელიც რუსეთმა წარმოადგინა".

ფაშინიანმა დაწერა, რომ „[სომხეთი] მზადაა, ეს სოჭში დაადასტუროს“.

„ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი თავის წინადადებებს მხარს დაუჭერს“, - დაწერა მან.

სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრა სოჭში 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი. სომხეთმა თავისი მონაწილეობა დაადასტურა, აზერბაიჯანულ მხარეს რუსეთის პრეზიდენტის მიწვევაზე ჯერჯერობით საჯარო პოზიცია არ გამოუხატავს.

ამასთან, სომხეთში იმყოფება ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი. ამის შესახებ თავად ევროპელმა დიპლომატმა Twitter-ზე დაწერა, ვიზიტის მიზნების დაკონკრეტების გარეშე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S