Accentnews.ge
რუსეთში ანტიდეპრესანტებზე ხარჯები 70%-ით გაიზარდა

რუსეთში ანტიდეპრესანტებზე ხარჯები 70%-ით გაიზარდა

28/10/2022 10:20:42 მსოფლიო

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში რუსეთის მოქალაქეთა ხარჯები ანტიდეპრესანტებზე 70%-ით გაიზარდა. მოსახლეობა მათზე ჯამში 5 მილიარდი რუბლი დახარჯა, - იუწყება TACC პერსპექტიული ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის კვლევაზე დაყრდნობით. შფოთვის ზრდის მიზეზები პუბლიკაციაში დაკონკრეტებული არ არის.

ბოლო 9 თვის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეებმა 8 მილიონზე მეტი შეკვრა ანტიდეპრესანტი იყიდეს, რაც თითქმის 1,5-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ყველაზე ხშირად ამ კატეგორიის მედიკამენტებს ყიდულობენ მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, მოსკოვის ოლქში, კარელიასა და როსტოვის ოლქში.

ქვეყანაში ანტიდეპრესანტების წარმოება ერთი მეოთხედით გაზრდილია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო მათი იმპორტი - 42%-ით.

რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებიდან პირველი 4 დღის განმავლობაში (21-25 სექტემბერი) დამამშვიდებელი პრეპარატების გაყიდვები აგვისტოს ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38%-ით იყო გაზრდილი, ხოლო შფოთვითი აშლილობის მქონე მოქალაქეთა რაოდენობა - თითქმის 2-ჯერ, - წერ Vedomosti.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S