ევროკავშირის მიერ უკრაინელი სამხედროების მომზადებას პოლონელი გენერალი უხელმძღვანელებს
28/10/2022 09:06:44 მსოფლიო
უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად ევროკავშირის სპეციალურ მისიას პოლონელი გენერალი პიოტრ ტრიტეკი უხელმძღვანელებს. ამის ინფორმაციას პოლონეთის თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკი ავრცელებს.
51 წლის პიოტრ ტრიტეკი ერაყსა და ავღანეთში მსახურობდა.
თავდაცვის მინისტრ ბლაშჩაკის შეფასებით, მისიის ხელმძღვანელად პოლონელი გენერლის დანიშვნა უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად არის საერთაშორისო არენაზე პოლონეთის პოზიციების აღიარება.
ევროკავშირის მისია 15 ათასი უკრაინელი სამხედროს მომზადებას ითვალისწინებს. მათი სწავლება პოლონეთსა და გერმანიაში ჩატარდება.


