
„სირიის ჩრდილოეთ ნაწილში არანაირი შეტაკებები არ მიმდინარეობს, ანკარა ასრულებს აშშ–სთან მიღწეულ შეთანხმებას“
18/10/2019 11:19:48 სხვა, მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ამ დროისთვის სირიის ჩრდილოეთ ნაწილში არანაირი შეტაკებები არ მიმდინარეობს.
„ანკარა მუდმივ კონტაქტზეა ამერიკელ ოფიციალურ პირებთან. ჩვენ აშშ–სთან მიღწეულ შეთანხმებას ვასრულებთ“, – განაცხადა ერდოღანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ქურთებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მიუხედავად გუშინდელი შეთანხმებისა, თურქული ძალები სირიის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაციას აგრძელებენ.