Accentnews.ge
ილონ მასკმა "Twitter" 44 მლრდ დოლარად შეისყიდა

ილონ მასკმა "Twitter" 44 მლრდ დოლარად შეისყიდა

28/10/2022 06:57:59 მსოფლიო

ილონ მასკმა სოციალური ქსელი "Twitter" 44 მილიარდ დოლარად შეისყიდა, – იუწყება BBC.

არსებული ინფორმაციით, ფინანსური გარიგების დასრულების შემდეგ "Twitter"-ის გენერალურმა და ფინანსურმა დირექტორებმა თანამდებობები დატოვეს

სოციალური ქსელის შეძენის პროცესის დასასრულებლად მასკს დრო 28 ოქტომბრამდე ჰქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სასამართლო დავა ელოდებოდა.

ფინანსური გარიგების დასრულების შემდეგ, მასკმა დაწერა, რომ "ჩიტი თავისუფალია". მასკმა ასევე პირობა დადო, რომ პლატფორმაზე განთავსებული მასალის კონტროლი შემსუბუქდება და კლიენტების ნაწილს ბლოკი მოეხსნება, მათ შორის აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S