Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: "შეტევა მოგერიებულია დონეცკის და ლუგანსკის ოლქების 13 დასახლებულ პუნქტთან"

უკრაინის გენშტაბი: "შეტევა მოგერიებულია დონეცკის და ლუგანსკის ოლქების 13 დასახლებულ პუნქტთან"

28/10/2022 06:53:07 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 2 და დონეცკის ოლქის 11 დასახლებულ პუნქტთან.

"ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 1 სარაკეტო და 15 საავიაციო დარტყმა და 40-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზარალდა ხერსონის, ზაპოროჟიეს და დონეცკის ოლქების 6 დასახლებული პუნქტი. ამ და სხვა მიმართულებებით მოწინააღმდეგე აქტიურად იყენებს ტანკებს და არტილერიასაც", – იუწყება გენშტაბი.

უკრაინის არმიის სარდლობის ოფიციალური მონაცემებით, ბოლო24 საათში, თავდაცვის ძალების ავიაციამ განახორციელა 29 დარტყმა და დადასტურებულია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, სამხედრო ტექნიკის და შეიარაღების თავმოყრის 21 ადგილის, 3 საყრდენი პუნქტის და საზენიტო სარაკეტო კომპლექსების 5 პოზიციის განადგურება.

გენშტაბის ცნობით, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის არმიის 2 ვერტმფრენი და 1 მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 4 ადგილი და საბრძოლო მასალების 1 საწყობი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S