Accentnews.ge
კადიროვმა აღიარა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში გაანადგურეს ჩეჩნური ქვედანაყოფის წევრები

კადიროვმა აღიარა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში გაანადგურეს ჩეჩნური ქვედანაყოფის წევრები

28/10/2022 06:48:26 მსოფლიო

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა დაადასტურა მანამდე სხვადასხვა წყაროთი გავრცელებული ცნობები, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში, უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში გაანადგურეს ჩეჩნური ქვედანაყოფის წევრები.

კადიროვის მიერ წუხელ "ტელეგრამ–არხზე" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოკლულია 23 და დაჭრილია 58 მებრძოლი. კადიროვი ირწმუნება, რომ ჩეჩნებმა შური იმავე დღეს იძიეს და „ჯოჯოხეთში გაუშვეს 70-მდე ბანდერელი“.

უკრაინელი სამხედროების მიერ ხერსონთან „კადიროველთა“ დიდი ჯგუფის განადგურების შესახებ 24 ოქტომბერს იუწყებოდნენ როგორც უკრაინული, ისე რუსული სამხედრო "ტელეგრამ-არხები". რუსული წყაროების ცნობით, დაიღუპა 40 ჩეჩენი, ხოლო უკრაინული არხების ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 50-დან 100-მდეა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S