Accentnews.ge
ISW - პუტინმა დაადასტურა, რომ მისი მიზანი უკრაინის სახელმწიფოს განადგურებაა

ISW - პუტინმა დაადასტურა, რომ მისი მიზანი უკრაინის სახელმწიფოს განადგურებაა

28/10/2022 06:40:48 მსოფლიო

"პუტინმა დაადასტურა, რომ მისი მიზანი უკრაინის სახელმწიფოს განადგურებაა", – ასე აფასებს ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, "ომის შემსწავლელი ინსტიტუტი" (ISW) სადისკუსიო კლუბ „ვალდაის“ სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გუშინდელ გამოსვლას.

"პუტინმა კვლავ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთმა შექმნა, უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია, ისინი შეცდომით გაყვეს ორ სახელმწიფოდ და უკრაინის სუვერენიტეტის ერთადერთი, რეალური გარანტი რუსეთია. მსგავსი განცხადებებით პუტინი უარყოფს, რომ უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა, რომ რუსეთს უკრაინის სუვერენიტეტი აღიარებული აქვს და უკრაინელები ცალკე ერია. პუტინის ნარატივი, რომ უკრაინა და რუსეთი სხვადასხვა სახელმწიფოდ გაიყო თვითნებური ისტორიული გარემოებების გამო, ადასტურებს მის უცვლელ მიზანს - გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფო და წაშალოს ცნება - უკრაინელი ხალხი", – აცხადებს ISW.

ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის უარყოფა საფუძველშივე შეუთავსებელია სერიოზულ მოლაპარაკებებთან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S