მედია – აშშ უკრაინას დამატებით 275 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას უგზავნის
28/10/2022 06:30:44 მსოფლიო
პენტაგონი უკრაინას ახალ, 275 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იარაღსა და სხვა დახმარებას უგზავნის, - იუწყება AP ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, ახალი პაკეტი არ მოიცავს ახალ, მძიმე შეიარაღებას და ძირითადად, მიმართულია უკრაინისთვის უკვე გადაცემული შეიარაღებისთვის საჭირო საბრძოლო მასალების მარაგის შევსებისკენ. მათ შორის სარაკეტო სისტემებისთვის(HIMARS), რომლებსაც უკრაინის არმია წარმატებით იყენებს რუსეთის ჯარებზე კონტრშეტევისას.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 17.6 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება. მათ შორისაა 38 მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა(HIMARS).
27 ოქტომბერს, თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნოემბრის დასაწყისში, აშშ უკრაინას გადასცემს საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემებსაც (NASAM).


