Accentnews.ge
ოსტინი: "აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის სისტემების გადაცემას ნოემბრის დასაწყისში გეგმავს"

ოსტინი: "აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის სისტემების გადაცემას ნოემბრის დასაწყისში გეგმავს"

28/10/2022 06:23:44 მსოფლიო

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის განცხადებით, "აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის სისტემების გადაცემას ნოემბრის დასაწყისში გეგმავს".

„რაც უკრაინელებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, არის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა. ჩვენ ძალიან ვცდილობდით მათთვის NASAMS-ის გადაცემას და ველით, რომ მომავალი თვის დასაწყისში, ჩვენ შევძლებთ მათ ეს საშუალებები გადავცეთ და გავწვრთნათ კომპლექსების გამოყენებაზე უკრაინელი სამხედროები“, - აღნიშნა ოსტინმა.

მან კიდევ რთხელ აღნიშნა, რომ აშშუკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს მანამ, ვიდრე ეს საჭირო იქნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S