Accentnews.ge
ბაიდენი: "თუ პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვა არ აქვს, რატომ აგრძელებს ამაზე საუბარს?"

ბაიდენი: "თუ პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვა არ აქვს, რატომ აგრძელებს ამაზე საუბარს?"

28/10/2022 06:19:40 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სკეპტიციზმი გამოხატა ვლადიმირ პუტინის სიტყვების მიმართ, რომ რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას არ აპირებს, – იუწყება Reuters.

„თუ მას ასეთი განზრახვა არ აქვს, რატომ აგრძელებს ის ამაზე საუბარს? რატომ საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე?“, – განაცხადა ბაიდენმა.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გეგმავს, თუმცა იქვე დასძენს, რომ "ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე იარსებებს მანამ, სანამ ბირთვული იარაღი იარსებებს". ამის შესახებ მან გუშინ „ვალდაის“ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან დასავლეთის მთავრობები რუსეთის წინააღმდეგ „ბირთვულ შანტაჟში“ დაადანაშაულა.

„ჩვენ არასოდეს მიზანმიმართულად არაფერი გვითქვამს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ. დასავლეთი თეზისს "რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს" იყენებს იმისათვის, რომ გავლენა მოახდინოს ნეიტრალურ ქვეყნებზე და ისინი მოსკოვის წინააღმდეგ განაწყოს. რუსეთის სამხედრო დოქტრინა ბირთვული იარაღის გამოყენებას მხოლოდ თავდაცვითი მიზნებისთვის უშვებს", – განაცხადა პუტინმა.

როგორც დასავლური მედია იუწყება, მოსკოვის მიერ ბოლო კვირების განმავლობაში განხორციელებულმა ქმედებებმა, რომელთა შორისაა "ბინძური ბომბის" თაობაზე ბრალდებები, თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და წვრთნები, მათ შორის ბირთვული ძალების მონაწილეობით, გაზარდა შეშფოთება რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ.

გაზრდილი შეშფოთების მიუხედავად, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ვერ ხედავენ მტკიცებულებას, რომ მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S