თეთრი სახლი: "პუტინის გამოსვლა არც ახალია და არც სტრატეგიული მიზნების ცვლილებაზე მიუთითებს"
27/10/2022 19:47:43 მსოფლიო
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ვალდაის ფორუმზე გამოსვლისას "ახალი არაფერი უთქვამს".
"პერზიდენტ პუტინის გამოსვლა არც ახალია და არც სტრატეგიული მიზნების ცვლილებაზე მიუთითებს", – განაცხადა აშშ–ის პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა კარინე ჟან-პიერმა.
პუტინმა დღევანდელ გამოსვლაში ბევრი ისაუბრა "დასავლური ჰეგემონიის დასასრულსა" და "ახალ წარმოშობილ მსოფლიო წესრიგზე", ასევე –"ტრადიციული ღირებულებების დაცვაზე". ზოგადად, ის ამ თემებზე მსჯელობს და ეს პირველი შემთხვევა არ არის.


