Accentnews.ge
აშშ-ის თავდაცვის ახალ სტრატეგიაში რუსეთი "მწვავე საფრთხედ", ხოლო ჩინეთი "მთავარ კონკურენტად" არის მოხსენიებული

აშშ-ის თავდაცვის ახალ სტრატეგიაში რუსეთი "მწვავე საფრთხედ", ხოლო ჩინეთი "მთავარ კონკურენტად" არის მოხსენიებული

27/10/2022 19:22:17 მსოფლიო

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ახალი სტრატეგია წარადგინა.

როგორც პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე ლოიდ ოსტინმა განაცხადა, დოკუმენტში რუსეთი "მწვავე საფრთხედ", ხოლო ჩინეთი "მთავარ კონკურენტად" არის მოხსენიებული.

"ჩინეთისგან განსხვავებით, რუსეთს არ შეუძლია სისტემატიურად დაუპირისპირდეს შეერთებულ შტატებს გრძელვადიან პერსპექტივაში. თუმცა რუსული აგრესია წარმოადგენს მყისიერ და მწვავე საფრთხეს", - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, აშშ-ის ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის პრიორიტეტებს შორის არის აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების წინააღმდეგ სტრატეგიული თავდასხმების შეკავება:

„ჩვენ ვიმუშავებთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა მოვახდინოთ საშუალებების მოდერნიზება, გავაძლიეროთ ურთიერთთავსებადობა, გავაუმჯობესოთ მედეგობა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S