"მსოფლიო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველაზე საშიში და არაპროგნოზირებადი ათწლეულის წინაშე დგას"
27/10/2022 17:11:58 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მსოფლიო საშიში ათწლეულის წინაშე დგას. ამის შესახებ მან „ვალდაის“ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ერთპოლარული სამყარო წარსულს ჩაბარდა. ჩვენ ისტორიულ გზაგასაყარზე ვართ. მსოფლიო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველაზე საშიში და არაპროგნოზირებადი ათწლეულის წინაშე დგას", – განაცხადა პუტინმა.
ამასთან, მან ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე. იგი დღესაც ირწმუნებოდა, რომ რუსეთს სხვა გზა არ ჰქონდა, ხოლო კრიზისის შექმნაში დასავლეთი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.


