Accentnews.ge
„ნაპოლი" – კვარაცხელიას სხვა კლუბში გაშვებაზე არ ვფიქრობთ

„ნაპოლი" – კვარაცხელიას სხვა კლუბში გაშვებაზე არ ვფიქრობთ

27/10/2022 15:40:19 საზოგადოება

„ნაპოლი“ ზამთრის სატრანსფერო სეზონზე ხვიჩა კვარაცხელიას სხვა კლუბში გაშვებას არ აპირებს. ასეთი შინაარსის პასუხი გასცა ნეაპოლური კლუბის სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ სააგენტო DAZN-ის მიერ დასმულ შეკითხვას. ჟურნალისტმა რესპონდენტს სთხოვა კომენტარის გაკეთება ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს „ნაპოლი“ იანვარში ქართველი ლიდერის სარფიანად გაყიდვას და მის ნაცვლად გუნდში კრიშტიანუ რონალდუს მიწვევას გეგმავს.

„კვარაცხელია დაკისრებულ მოვალეობას ძალიან კარგად ასრულებს. ბრწყინვალედ თამაშობს. თან კლუბში თავს მშვენივრად გრძნობს და ამ ეტაპზე, მის ტრანსფერზე საუბარიც ზედმეტია. სატრანსფერო საკითხებზე არც კი ვფიქრობთ, რადგან ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს. „ნაპოლიში“ ახლა არაფერია შესაცვლელი და გამოსასწორებელი“, - განაცხადა ჯუნტოლიმ.

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ მიმდინარე წლის ზაფხულში გადავიდა. მან ძირითად შემადგენლობაშიც უმალ დაიმკვიდრა ადგილი და მალევე გუნდის ლიდერიც გახდა. ბოლო პერიოდში არაერთმა წყარომ გაავრცელა ცნობა, რომ 21 წლის უნიჭიერესი ფეხბურთელის შეძენით მსოფლიოს ფეხბურთის გრანდები არიან დაინტერესებული, მათ შორის მადრიდის „რეალი“ და „მანჩესტერ სიტი“ და „ნაპოლის“ საქმიანი წინადადებებით ზამთრის სატრანსფერო სეზონის გახსნისთანავე მიმართავენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S